ექსპრესიული მეტყველების დარღვევა

eqspresiuli metyvelebis dargveva ექსპრესიული მეტყველების დარღვევა

3 წლამდე ბავშვებში ექსპრესიული მეტყველების დარღვევა აღინიშნება ბავშვების თითქმის 10-15%-ში, სასკოლო ასაკისათვის ეს მაჩვენებელი 3-7 %-ია.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევა განვითარების სპეციფიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვის ექსპრესიული მეტყველების გამოყენების უნარი მის გონებრივ ასაკთან შედარებით დაბალია.

აღსანიშნავია, რომ მიმართული მეტყველების გაგება ნორმის ფარგლებშია. ზოგიერთ შემთხვევაში (თუმცა არა ყოველთვის) აღინიშნება არტიკულაციის (გამოთქმის) დარღვევები.

არტიკულაცია კი არის მეტყველების ორგანოთა (ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხმოვანი იოგების) ერთობლივი მოქმედება, რაც აუცილებელია რაიმე განსაზღვრული ბგერის წარმოთქმისათვის.

ბავშვის მეტყველებითი განვითარება ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება, მაგრამ თუ ბავშვი 2 წლის ასაკში არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს (ან მათ მსგავს მეტყველებით წარმონაქმნებს), ხოლო 3 წლის ასაკში ვერ ადგენს ორ სიტყვიან მარტივ ფრაზებს –ამგვარი მდგომარეობა უნდა შეფასდეს როგორც მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება.

შემდგომი დარღვევები მოიცავენ: სიტყვიერი მარაგის სიმწირეს, სიტყვათა გარკვეული ნაკრების გადაჭარბებულ გამოყენებას, შესაბამისი სიტყვების შერჩევის სირთულეებს, შემოკლებული ფრაზების გამოყენებას, წინადადების არასწორ სტრუქტურას: სინტაქსურ შეცდომებს (განსაკუთრებით დაბოლოებებისა და წინსართების გამოტოვება), ისეთი გრამატიკული ფორმების არასწორი გამოყენებას ან გამოტოვებას, როგორიცაა წინდებულები, ნაცვალსახელები. პრობლემურია ზმნების უღლება, ან არსებითი სახელების ბრუნვა.

აგრეთვე, შეიძლება აღინიშნებოდეს მეტყველების მოქნილობის დარღვევა და წარსული გამოცდილების მოყოლისას მოვლენათა თანმიმდევრობის აღდგენის სირთულეები.

ეს დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ექსპრესიული მეტყველების განვითარების შეფერხება ცდება ბავშვის გონებრივი განვითარების ასაკის შესაბამის ნორმალური ვარიაციის ფარგლებს.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევის დროს არავერბალური მიმანიშნებლების (როგორიცაა ღიმილი, ან ჟესტები) და `შინაგანი მეტყველების~ (რაც აისახება ფანტაზიებსა და როლურ თამაშებში) გამოყენება სიტყვების გარეშე სოციალური ურთიერთობის უნართან ერთად შედარებით შენახულია.

ექსპრესიული მეტველების დარღვევის დანმხლები პრობლემები

მეტყველების პრობლემების მიუხედავად, ბავშვს უნდა ურთიერთობა და სიტყვების ნაკლებობის კომპენსაციას ცდილობს ჟესტების, მიმიკის, ან არამეტყველებითი ვოკალიზაციების გამოყენებით. ამისდა მიუხედავად ხშირად, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, აღმოცენდება თანმდევი დარღვევები, რომლებიც მოიცავს: პრობლემებს თანატოლებთან ურთიერთობისას, ემოციურ და ქცევით დარღვევებს და/ან გადაჭარბებულ აქტიურობასა და უყურადღებობას.

სასაუბრო მეტყველების დარღვევა თვალშისაცემია ადრეული ბავშვობიდან. თუმცა ხანდახან ანამნეზში აღინიშნება რამდენიმე პირველი სიტყვის აშკარად სწორი გამოყენება, შემდგომში კი მეტყველების განვითარება ნელდება.

    სტატიის ავტორი : მაკა აბაზაშვილი

    გამოყენებული ლიტერატურა

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება