რა სიმპტომები ახასიათებს აუტიზმს?

autizmis simptomebi აუტიზმის სიმპტომები

რით ხასიათდება აუტიზმი?

სინდრომის სახელწოდებიდან გამომდინარე, აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა. ასეთი ბავშვი არ აქცევს ყურადღებას ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. აქვს შეზღუდული ინტერესები, არ შეუძლია წარმოსახვითი და როლური თამაში, შეიძლება შეგვხვდეს აუტიზმის გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი, მაგრამ ყველას, მეტ-ნაკლებად, 3 წლამდე უკვე უმჟღავნდება პრობლემები კომუნიკაციაში, სოციალურ ურთიერთობაში, მეტყველებაში, ემოციურ განვითარებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩვილობაში დაქვეითებულია ე.წ. ერთობლივი ყურადღება, რაც თვალით კონტაქტსა და სხეებთან გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს

მეტყველების პრობლემები

აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავდებიან მეტყველების განვითარების დონით.

ყველა შემთხვევაში, ბავშვისათვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს. ისინი, ვინც შედარებით უკეთ მეტყველებენ, უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ, აქვთ ფორმალური და მონოტონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია. აუტიზმის მქონე ბავშვები, ხშირად, თავის თავს აღნიშნავენ მესამე და არა პირველ პირში.

ასევე, ხშირია, საყვარელ შეზღუდულ თემებზე საუბარი,სიტყვების გამოგონება, მანიპულირება ბგერებით, სიტყვებით, სტერეოტიპული ფრაზებით. კარგი ლექსიკური მარაგის შემთხვევაშიც კი უჭირთ მეტყველების გამოყენება კომუნიკაციის დამყარების მიზნით.

მეტყველების განვითარების დარღვევის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით გამოყოფენ აუტიზმის მქონე ბავშვების სამ ჯგუფს:


1. ამ ჯგუფის ბავშვებისათვის მიუწვდომელია მეტყველების კომუნიკაციური ფუნქცია. მათ შეუძლიათ ცალკეული ბგერების, ან სიტყვების გამოთქმა, რაც ემსახურება არა კომუნიკაციას, არამედ ასახავს ბავშვის აფექტურ მდგომარეობას ან სიტუციაზე მის ემოციური რეაგირებას.

2. ამ ჯგუფის ბავშვებს პირველი სიტყვების წარმოთქმა შეუძლიათ ნორმალური განვითარებისათვის დამახასიათებელ ჩვეულ პერიოდში. ფრაზული მეტყველება – ელემენტარული ფრაზების წარმოთქმა – 3-4 წლის ასაკისათვის ყალიბდება, მაგრამ შემდგომში აღარ ვითარდება. ბავშვების ლექსიკონი ღარიბია, ფრაზები – სტერეოტიპული;

3. ამ ჯგუფის ბავშვებს სიტყვის დიდი მარაგი და კარგად განვითარებული ფრაზული მეტყველება აქვთ. მიუხედავად ამისა მათ უჭირთ კომუნიკაციის დროს მეტყველების გამოყენება. ბავშვების მეტყველება სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს. მოსაუბრეს რჩება ხელოვნურობის, მექანიკურობის შთაბეჭდილება.


კომუნიკაციის დარღვევა

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე, ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს. ისინი გაურბიან პირდაპირ მზერას, ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას. მათ უჭირთ ხმის სიმაღლის, ტემბრის, ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა; არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ვერ იგებენ სხვისი ემოციის გამოხატულებას, სახის ექსპრესიას და ჟესტებს, ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა უცნაური გულგრილობა ახლობლების მიმართ. აუტიზმის მქონე ბავშვებს ჩვილობის ასაკშივე აღენიშნებათ მიჯაჭვულობის დარღვევა და ემოციის გაზიარების პრობლემები; თითქოს, არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების გავლენა სხვა ადამიანებზე. ამის შედეგია თანატოლებთან თამაშისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარების უუნარობა.


სენსორული რეაქციის წინააღმდეგობრივი ნიშნები

აუტიზმის მქონე ბავშვებს სენსორული გამღიზიანებლებისამი ძლიერი მგრძნობელობა აქვთ: მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური, გემოს თუ სუნის სტიმულების მიმართ მგრძნობელობა ძლიერ აწეულია და უსიამოვნო რეაქციას იწვევს. ამიტომ ხშირ ჯანმრთელი ბავშვებისგან განსხვავებით, გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებებისა და უარყოფითი ემოციების მომგვრელ ბავშვებისათვის განსაკუთრებულად ძლიერი გამღიზიანებელ ადამიანის სახე, ამიტომ მათ არ შეუძლიათ თვალებში ყურება და გაურბიან პირდაპირ მზერას. ბავშვი უკვე ჩვილობაში რეაგირებს უარყოფითად ფერად სათამაშოებზე, ხმებზე, ტანსაცმლი თუ საჭმლის გარკვეულ სახეობაზე, არ უყვარს, როცა ეხები. იხუტებენ. ასეთი ჰიპერესთეზია ბავშვებში შიშების აღმოცენებ ფონს ქმნის.

ამავე დროს, აუტიზმის მქონე ბავშვები ამჟღავნებენ პარადო სულ უგრძნობლობას გარემო გამღიზიანებლების მიმართ. ერთ მხრივ, ბავშვი შეიძლება შეაშინოს სულ მცირე ხმამ, მეორეს მხრივ კი ძლიერ ხმაურზე, ან ხმამაღალ ლაპარაკზე არ ჰქონდეს რეაქცია; იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დაყრუებულია. იგი შეიძლება ითქვას სხვა სენსორულ მოდალობებზეც. მაგალითა ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკველი ტიპის საჭმელს, მაგრამ შეიძლება პირში ჩაიდოს და შეჭამოს არასაკვები რამ (ქაღალდი, ფოთლები).

მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე ბავშვებს აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (მაგ. ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი), რომელიც კომპენსატორულ ხასიათს ატარებს და უნაურ, არაადეკვატურ მოქმედებებად აღიქმება. აუტისტი ბავშვი თვითსტიმულაციით ცდილობს შფოთვის მომგვრელი და მისთვის უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითად შეფერილი ემოციური მდგომარეობის მიღწევას.

სენსორულ გამღიზიანებლებზე ასეთი პარადოქსული რეაგირება სენსორული ინტეგრაციის დარღვევის შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს სხვადასხვა სენსორული არხის უჩვეულოდ დაბალი ან მაღალი ზღურბლი აქვს და ამავე დროს სხვადასხვა შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციის გაერთიანება სრულყოფილად ვერ ხერხდება. შესაბამისად ბავშვს შეიძლება დაბალი ზღურბლის გამო ჰქონდეს დაცვითი რეაქცია ტაქტილურ, ვესტიბულურ, სმენით ან მხედველობით გამღიზიანებლებზე (გაურბოდეს მათ), ან პირიქით, მაღალი ზღურბლის გამო ეძებდეს შესაბამისი მოდალობის გამღიზიანებლებს და სიამოვნებდეს ისინი,


გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება

აუტიზმის მქონე ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს, საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტელექტი მხოლოდ მათ 20%-ს აქვს. ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების (მათი მნიშვნელობის მიუხედავად), მხედველობითი გარჩევის, მხედველობით-სივრცითი ანალიზის გაძლიერებული უნარები. მოუმწიფებელი და აქსელერირებული უწარების ასეთი კომბინაცია წარმოადგენს აუტიზმის განსაკუთრებულ, პარადოქსულ თვისებას.


ცვლილებებისადმი რეზისტენტობა

აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ რაიმე შეცვალონ საკუთარ მოქმედებაში და ვერ იტანენ გარემოში მოულოდნელ ცვლილებებს. ახალი გარემო მათთვის ძლიერი უარყოფითი ემოციებისა და შიშების წყაროა. ნაცნობი გარემოსა და ყოველდღიური ცხოვრების წესის თუნდაც მცირეოდენმა ცვლილებამ (მაგ. ოთახის მოწყობაში, ჭამის, თუ დაბანის პროცესში), შეიძლება, ბავშვის მკვეთრად

უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ, აქვთ სტერეოტიპული რიტუალები,ჩვეულ დღის წესრიგში რაიმე ცვლილება იწვევს ბავშვის, ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას. მათ წინასწარ შემზადება ესაჭიროებათ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.


სტატიის ავტორი :- მაკა აბაზაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა 


...

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

Home of down-to-earth, reliable, objective mental health symptoms and treatment information. Since 1995, Psych Central has been an independent source of education on mental disorders and mental illness. We're here to help.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება