როგორ დავეხმაეროთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი მქონე ბავშვებს (ADHD)

hiperaqtivoba.yuradgebis depiciti.rchevebi ჰიპერაქტივობა.ყურადღების დეფიციტი.რჩევები

ბავშვს უნდა შევუქმნათ სტრუქტურირებული გარემო. მათ უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვთ მასთან მიმართებაში. წესები უნდა იყოს ცოტა და მარტივი, ბავშვებთან წინასწარ შეთანხმებული. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ელის მას წესების დარღვევის ან მათი ზუსტად შესრულების შემთხვევაში.


განრიგი – ერთი და იმავე საქმიანობების შესრულება და გრაფიკის დაცვა გაღვიძებიდან დაძინებამდე. ეს უნდა მოიცავდეს დროს საშინაო დავალებისთვის, სახლის გარეთ თამაშისთვის და სახლის აქტივობებისთვის. ეს განრიგი უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, მიკრული მაცივარზე სამზარეულოში ან დაფაზე. შესაძლებელია განრიგში ცვლილებების შეტანაც საჭიროების შემთხვევაში.

ყოველდღიური ნივთების ორგანიზება – ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ადგილი თავიანთი ნივთებისთვის და ყველაფერს ინახავდნენ თავის ადგილას. ეს ნივთები შეიძლება იყოს ტანსაცმელი, სათამაშოები, ზურგჩანთები და ა.შ.

საშინაო და საწერი მასალის ორგანიზება – ბავშვებმა ორგანიზებულად უნდა გამოიყენონ სასკოლო მასალა და საწერი საშუალებები. მშობლემა უნდა ასწავლონ შვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩანიშვნების გაკეთება და საჭირო წიგნების სახლში მოტანა.

იყავით ნათელი და კონსისტენტური – ბავშვებს ADHD–ით სჭირდებათ კონსისტენტური წესები, რომლებსაც ისინი გაიგებენ და დაიცავენ.

შეაქეთ ან დააჯილდოვეთ, როდესაც წესები დაცულია – ADHD–ის მქონე ბავშვები ხშირად იღებენ და ელიან კიდეც კრიტიკას სხვებისგან. შეეცადეთ, დაინახოთ კარგი ქცევა მათსი და შეაქოთ ამის გამო.


ზოგიერთ ADHD–ის მქონე ბავშვს აქვს ეს დარღვევა მოზრდილობაშიც. თუმცა ბევრი მოზრდილი ვერც კი აცნობიერებს ამას და მათ არ იციან ამ დარღვევის არსებობის შესახებ. ისინი შეიძლება გრძნობდნენ, რომ შეუძლებელია იყვნენ ორგანიზებულები, კონცენტრირება მოახდინონ სამუშაოზე, დაიმახსოვრონ შეხვედრების განრიგი. ADHD–ის მქონე მოზრდილებისთვის განსაკუთრებით გამომწვევი და რთული შეიძლება იყოს ყოველდღიური დავალებები, როგორიცაა დილით ადრე ადგომა, სამსახურში წასვლამდე სახლის მოწესრიგებულად დატოვება, სამსახურში დროულად მისვლა და სამუშაოს მაქსიმალურად პროდუქტულად შესრულება.


ასეთ მოზრდილებს ისტორიაში შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული „ჩავარდნები" სკოლაში, პრობლემები სამსახურში, რთული ან წარუმატებელი ურთიერთობები. ასევე, შესაძლოა ჰქონდეთ მრავალჯერადი გამოცდილება საგზაო შემთხვევისა. მსგავსად თინეიჯერებისა, ADHD–ის მქონე მოზრდილები შეიძლება იყვნენ მოუსვენარნი და ცდილობდნენ გააკეთონ რამდენიმე საქმე ერთად, ძირითადად წარუმატებლად. ასევე, მათ ურჩევნიათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნაცვლად იმისა, რომ გათვალონ ყოველი ნაბიჯი დიდი წარმატების მისაღწევად.


ADHD–ის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ფიზიკური გარემოს მოწყობა და ქცევის მართვა.


ფიზიკური გარემოს მოწყობაში იგულისხმება:

1. სასურველია დახურული ტიპის საკლასო ოთახები, რადგან ღია ტიპის საკლასო ოთახებში უამრავი სმენითი და მხედველობითი ხელისშემშლელი სტიმულია;

2. უმჯობესია, რომ ბავშვები ისხდნენ პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისგან მოშორებით;

3. მხედველობითი გამღიზიანებლები და ხმაური გარეთ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ეს განსაკუთებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება;


ქცევის მართვაში იგულისხმება:

1. ბავშვს უნდა შევუქმნათ სტრუქტურირებული გარემო. მათ უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვთ მასთან მიმართებაში. წესები უნდა იყოს ცოტა და მარტივი, ბავშვებთან წინასწარ შეთანხმებული. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ელის მას წესების დარღვევის ან მათი ზუსტად შესრულების შემთხვევაში;

2. ბავშვისთვის საკლასო გარემო და უფროსების ქცევა კონსისტენტური და მოსალოდნელი უნდა იყოს, უნდა შემუშავდეს საკლასო რუტინა;

3. აუცილებელია მასწავლებელმა წარმართოს ბავშვის ყურადღება სხვადსხვა სიგნალებით, როგორიცაა სიტყვით შეხსენება, შენიშვნა და ფიზიკური შეხება. აუცილებელია გამოიყენოს რეაგირების რამდენიმე ფორმა;

4. აუცილებელია მასწავლებელმა ბავშვს მისცეს ხშირი, მკაფიო და გასაგები უკუკავშირი და მოახდინოს რეაგირება მის ქცევაზე;

5. აუცილებელია ქცევის დაგეგმვა და ბავშვისთვის მითითებების მიცემა, თუ რის შემდეგ რა უნდა გააკეთოს. ეს ხელს უწყობს ბავშვის მიზანშეწონილ ქცევას გაკვეთილზე.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება