რა არის ADHD ?

uyuradgeboba.hiperaqtivoba უყურადღებობა.ჰიპერაქტივობა

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას. ეს სიმპტომები მოიცავს:

1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
2. იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)
3. ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობები). მას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.


არ არის აუცილებელი ჩამოთვლილ სიმპთომთაგან ყველა იყოს მოცემული. შესაძლოა, გვქონდეს მხოლოდ პირველი სიმპტომი.


ADHD - ის დამახასიათებელი ნიშნები:

ყურადღების დეფიციტი:


გონებაგაფანტულია, ავიწყდება დეტალები, საგნები, გარკვეული მოქმედებები, ხშირად გადაერთვება ერთი აქტივობიდან მეორეზე;

უჭირს ყურადღების კონცენტრირება;

მათთვის უინტერესო დავალებები რამდენიმე წუთში წყინდებათ;

აქვთ პრობლემები ორგანიზებულობაში, უჭირთ მოცემული დავალების დასრულება ან ახლის სწავლა;

როცა ელაპარაკებიან არ უსმენენ;

არიან მეოცნებენი, ადვილად იბნევიან და ნელა მოძრაობენ;

ძნელად ამუსავებენ ინფორმაციას სწრაფად და ზუსტად;

უჭირთ მიყვნენ ინსტრუქციას;


ჰიპერაქტივობა:

უჭირთ ერთ ადგილზე ჯდომა;

დაუსრუებლად საუბრობენ;

დარბიან იქით-აქეთ და ყველაფერს ხელს კიდებენ;

არიან მუდმივად მოძრაობაში;

უჭირთ მშვიდი მოქმედებებისა და დავალებების განხორციელება;

იმპულსურობა:

არიან მოუთმენლები;

ისვრიან შეუსაბამო რეპლიკებს, ამჟღავნებენ არაადექვატურ ემოციებს, მოქმედებისას არ ფიქრობენ შედეგებზე;

უჭირთ დაელოდონ საკუთარ რიგს;

ხშირად სხვებს აწყვეტინებენ საუბარსა და მოქმედებებს.


თავად ამ სინდრომს აქვს განსხვავებული სირთულის ხარისხები. განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:

სუსტი - სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული, არ არის, ან მინიმალურია სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩამორჩენა;

საშუალო - გამოხატულია საშუალო სიმძიმის სიმპტომები;

მძიმე - ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ვლინდება სხვა სიმპტომებიც. ამ შემთხვევში მნიშვნელოვანია საშინაო, სასკოლო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში ჩამორჩენა.



მსგავსი სიახლეები

 
დახმარება