ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: კვირა, 23 თებერვალი 2020
კატეგორია: ფსიქოსექსუალური თემატიკა

სექს დამოკიდებულება

ზოგიერთი ადამიანისთვის, მუდმივი სექსუალური სურვილები, აზრები და ქცევა შეიძლება პრობლემური გახდეს. ასეთი ადამიანები, შესაძლოა მუდმივად იყვნენ გატაცებულები სექსუალური ფანტაზიებითა და მოთხოვნილებებით, თან იაზრებდნენ იმასაც, რომ ამ ფიქრებზე მათ კონტოლი არ აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში დისტრესად აღიქმება. ქცევის ამ სტილს ხშირად უწოდებენ ჰიპერექსუალობას ან სქესის დამოკიდებულებას.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD-11) მოცემული მდგომარეობა მოხსენიებულია, როგორც„კომპულსიური სექსუალური ქცევითი დარღვევა".

მოცემული პრობლემური მდგომარეობა, ადამიანის მხრიდან შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ შენიღბვას, რომლითაც ფარავს თავის დეპრესიას ან შფოთვით მდგომარეობას, სექსუალური აქტივობა შეიძლება აღმოჩნდეს დისტრესული მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა.

ამ ქცევის ნიმუშს ხშირად თან ახლავს ღრმა სირცხვილის გრძნობა, იმის რწმენით, რომ სექსუალური აზრები ან რაიმე სახის ქცევა სამარცხვინოა ან მორალურად გაუმართლებელი.

სპეციალისტების აზრით, საუკეთესო მკურნალობა ფსიქოთერაპიაა, რომელიც იკვლევს ინდივიდის ღრმა გრძნობებს და მის უნარს დაარეგულიროს გრძნობები, საკუთარი თავის რწმენა, წარსული სექსუალური გამოცდილება და სხვა.

Sex Addiction | Psychology Today

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი