ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: კვირა, 23 თებერვალი 2020
კატეგორია: ფსიქოსექსუალური თემატიკა

ნაადრევი (ადრეული) ეაკულაცია

მუდმივი ან მორეციდივე ეაკულაცია, მინიმალური სექსუალური სტიმულაციით, სექსუალურ პენეტრაციამდე ან მყისიერად პენეტრაციის შემდეგ .

დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც გავლენას ახდენენ აგზნების ფაზის ხანგრძლივობაზე, როგორიცაა ასაკი, სექსუალური პარტნიორის სიახლე ან სიტუაცია და სექსუალური აქტივობის ბოლო სიხშირე.

საკმაოდდამახასიათებელია ახალგაზრდა და გამოუცდელი მამაკაცებისთვის და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნორმადაც ჩაითვალოს. ხოლო როდესაც მუდმივ სახეს იძენს, მოცმეული მდგომარეობა ისწვევს ძლიერ დისტრესს და სირთულეებს ინტერპერსონალურ ურთიერთობაში.

მოცემული მდგომარეობა ნაკლებადაა დამოკიდებული მედიკამენტების ან სხვა ნივთერებების მავნე ზემოქმედებასთან.

მკურნალობის მეთოდები სხვადასხვაგვარია. იყენებენ მედიკამნეტზოზურ მკურნალობასაც, როგორიცაასეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი და ზოგიერთი სხვა ანტიდეპრესანტი მაგალითად, კლომიპრამინი, რომლებიც აყოვნებენ ეაკულაციას, როგორც ნორმალურს, ასევე ნაადრევს. თუმცა შედეგი მალევე ქრევა, მკურნაობის დასრულების შემდეგ. მედიკამენტური მკურნალობა არ უნდა იყოს წამყვანი და ფსიქოლოგიურ ტექნიკასთან კომბინაციაში უნდა გამოიყენებოდეს.

ფსიქოთერაპიული მიდგომა ბევრად ეფექტურია. აქტიურად გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიდგომებს, როგორებიცაა მამაკაცის არასარუველ ფიქრებთა (კოგნიციებთან) წვდომა, ქმედებების სწავლება, რომლებიც დაეხმარება ადამიანს თავიდან აირიდოს ნაადრევი ეაკულაცია და ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ე.წ წყვილების თერაპია.

Premature (Early) Ejaculation Symptoms

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი