ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: კვირა, 23 თებერვალი 2020
კატეგორია: ფსიქოსექსუალური თემატიკა

რა არის დისპარენია ?

დისპარენიას სიმპტომები მოიცავს მუდმივ, განმეორებით გენიტალურ ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია სქესობრივ კავშირთან და აღმოცენდება, როგორც მამაკაცებში (60%), ასევე ქალებში.

მოცემული მდგომარეობა იწვევს ძლიერ დისტრესს ან/და ინტერპერსონალურ სირთულეებს.

გამომწვევი მიზეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკურ ფაქტორებთან, როგორებიცაა ვაგინიზმი, მენჯის ტკივილი, ლუბრიკანტის ნაკლებობა და სხვა.

ასევე, დისპარენია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტების მიღებამ ან ნარკოტიკულმა საშულებებმა.

და რა თქმა უნდა გამომწვევი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, როგორებიცაა სტრესი, მომატებული შფოთვის დონე და სხვა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ტკივილი შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა სიტუაციებში ან სხვა პარტნიორთან ყოფნის დროს, რაც დიდ წილად მიგვანიშნებს დისპარენიის ფსიქოლოგიურ მიზეზებზე. 

ფსიქოთერაპიული მკურნალობა მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანებს, დაუბრუნდნენ ნორმალურ სექსუალური ცხოვრებას.

Dyspareunia Symptoms

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი